Saturday, July 8, 2017

მე-9 დღე

                      ჩემი პროექტის პორფოლიო

მე-9 დღეს დავხვეწეთ პროექტის გეგმა, შევამოწმეთ პორტფოლიო ჩეკლისტის საშუალებით, მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა გუგლის დრაივზე და გადავიტანეთ ლინკი ბლოგზე. მივაბით ტრენერის ბლოგი ჩვენს საკუთარ ბლოგებს და ვისწავლეთ როგორ შეიძლება ბლოგზე შეიქმნას ახალი გვერდები. მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია.
9 დღიანი ტრენინგის ფარგლებში გავეცანით არსებითად საჭირო ინფორმაციას პროექტის შესაქმნელად. პროექტის განხორციელება, ვფიქრობ, მასტიმულირებელი იქნება მოსწავლეებისთვის და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ტრენერის მუშაობით.    მ ა დ ლ ო ბ თ    ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო   მ ა რ ი კ ა ! მუშაობით.

Sunday, July 2, 2017

მე-8 დღე

       

                                            რ    ე   ფ    ლ    ე     ქ     ს     ა


          მეშვიდე   მოდულში    განვიხილეთ  მასწავლებლის  მიერ   მოსწავლეთათვის  გასამზადებელი  პრეზენტაციისა  და  ბუკლეტების  შაბლონები  და   მოვარგეთ  ისინი
ჩვენს  პროექტს.  ვისაუბრეთ  იმ  წინარე  ცოდნაზე,  რომელიც  მოსწავლეებს  დასჭირდებათ  პროექტის ფარგლებში  მუშაობისათვის.  შევავსეთ  გეგმის  შემდეგი  პუნქთები:  პროექტის  დაწყებამდე  და  სასწავლო  პროცედურები.
           დავგეგმეთ  და  განვიხილეთ  სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები, შევქმენით მასალები, მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას.  გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე.

Saturday, July 1, 2017

მე-7 დღე

                                       რ  ე  ფ  ლ  ე  ქ  ს  ი  ა


       დღეს   განვიხილეთ   მე-6  მოდული,  ვისაუბრეთ   აღქმის  სტილზე,  გარდნელის  

ინტელექტზე,  თვითრეგულირებაზე,  დიფერენცირებული სწავლების  შესახებ.

რომელიც  მოვარგე  ჩემს  პროექტს.

Sunday, June 25, 2017

5-6დღე

                    რ  ე  ფ  ლ  ქ  ს  ი  ა

ეს  მოდული  დამეხმარა  ვებგვერდის  სანდოობისა  და  მოპოვებული  მასალის  ღირებულებების  სხვადასხვა  ფაქტორების  გათვალისწინებაა  აუცილებელი,  თუ  როგორ  გამოვიყენოთ  საავტორო უფლებებით  დაცული  მასალები  სამართლებლივი  ჩარჩოს დაცვით.  ვიმსჯელეთ  თუ  როგორ  გამოვიყენებთ  ჩვენს  თემებში ინტერნეტს.
აგრეთვე ვისწავლეთ  თუ  როგორ  გამოვიყენოთ  რუბრიკები,  ჩეკლისტები,  შინაარსის  ათვისებისათვის.ტრენინგი იყო  შრომატევადი  და  საინტერესო.

Sunday, June 11, 2017

3-4 დღე

                        რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

 მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. 
განვსაზღვრეთ სტანდარტები  სასწავლო პროექტებისთვის. შერჩეული სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები. განვიხილეთ ბუნდოვანი, დავალებაზე ორიენტირებული მიზნები და სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნები.
განვიხილეთ და შევიმუშავეთ იმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შევუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ, გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები და სტრატეგიები. ყურადღება გავამახვილეთ დაწყებით საფეხურზე გამოსაყენებელ მეთოდებსა სტრატეგიებზე.
ვფიქრობ, მე-2 მოდულის ფარგლებში გავლილი საკითხები მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელების პროცესის მონიტორინგში. 

Saturday, June 10, 2017

1-2 დღე

რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, პროექტების სწავლება შესაძლებლობას მოგვცემს სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსს.მოსწავლეებს უვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას. საშუალება გვეძლევა შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.

მე-9 დღე

                      ჩემი პროექტის პორფოლიო მე-9 დღეს დავხვეწეთ პროექტის გეგმა, შევამოწმეთ პორტფოლიო ჩეკლისტის საშუალებით, მოვახდინეთ პო...